კორონავირუსი საქართველოში

თურნავა: მერიას 400 000 ლარი გამოეყოფა, რათა საახალწლო კონცერტებში კულტურის მეტი მოღვაწე ჩართოს

მოგეხსენებათ, რომ ჩვეულებრივ დროს, პანდემიამდე, ჩვენი კულტურის მოღვაწეები, მუსიკოსები ყოველთვის ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები საახალწლო, საკონცერტო ღონისძიებებში, რომლებიც იმართებოდა სხვადასხვა სასტუმროსა და რესტორანში.

დღეს ჩვენი კუტურის მოღვაწეები, მუსიკოსები მოკლებულები არიან ამ შესაძლებლობას, ვინაიდან არსებული შეზღუდვების გამო არ იფუნქციონირებენ რესტორნები, ასევე, მკაცრად ავუკრძალეთ სასტუმროებს საკონცერტო ღონისძიებები საახალწლოდ.

შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება და თბილისის მერიას გამოეყოფა 400 000 ლარი ასიგნება იმისთვის, რომ მან ჩართოს თავის ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებებში, რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე, მუსიკოსი, ვინც სხვაგვარად ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია.

იცით, რომ თბილისის მერია გეგმავს სხვადასხვა საახალწლო საკონცერტო პრიგრამას, რა თქმა უნდა, უსაფრთხო რეჟიმში, მაყურებლის გარეშე, რომელიც გადაიცემა ტელევიზიით და ვფიქრობთ, ძალიან, სწორი, კარგი და დროული გადაწყვეტილებაა, რომელიც გაუხარდება ძალიან ბევრ კულტურის მოღვაწეს, ვინც, ამ რთულ ვითარებასა და შეზღუდვებში დაზარალდა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

კომენტარები