ბელარუსი

ბელარუსი პოლიტპატიმარი იგორ ლედნიკი პატიმრობაში გარდაიცვალა

იგორ ლედნიკი
Mediazona

63 წლის ასაკში ბელარუსი აქტივისტი და პოლიტპატიმარი იგორ ლედნიკი პატიმრობაში გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალური მიზეზი გულის გაჩერება გახდა.

ლედნიკი 2022 წლის 12 აპრილს დააკავეს და ბელარუსის პრეზიდენტის შესახებ ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთების ბრალდებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 

საქმის მასალების მიხედვით, ლედნიკი 2020 წლის ივნის-დეკემბერში გამოცემა პოზიციაში, ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ბელარუსის ამჟამინდელი ხელისუფლების შესახებ რამდენიმე კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა. 

სასამართლომ გადაწყვიტა რომ, მასალები შეიცავდა "არასწორ ცნობებს, რომელიც ლუკაშენკოს ღირსებას შეურაცხყოფდა".

ლედნიკი მოგილევის N15 გამოსასწორებელ კოლონიაში იხდიდა სასჯელს. პატიმრობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მას კუჭ-ნაწლავის ოპერაცია ჩაუტარდა. გარდა ამისა, გულის პრობლემების გამო ლედნიკს მე-2 ხარისხის შშმ პირის სტატუსი ჰქონდა.

2022 წლის ივლისში სასამართლომ ლედნიკის Facebook გვერდი ექსტრემისტულად ცნო.

ოპოზიციონერია ბელარუსის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, რომელიც 2020 წლის აქციების დროს დამოუკიდებელ კანდიდატებს, მათ შორის სერგეი ტიხანოვსკის უჭერდა მხარს.

ლედნიკი რიგით მე-5 პოლიტპატიმარია, რომელიც ბელარუსის კოლონიებში გარდაიცვალა.

კომენტარები