მე-10 მოწვევის პარლამენტი

გახარია ოპოზიციას: თუ არ გვეხმარებით, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით

რეალურად, როდესაც ჩვენ დღეს აქ ვსაუბრობთ ოპოზიციის გარეშე, ყველას კარგად უნდა გესმოდეს, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა ორმაგდება. ორმაგდება იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეების წინაშე პასუხისმგებლობის ის წილი, რომელიც მათზე უნდა ყოფილიყო, გადმოდის ჩვენზე. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად სწორად გააზრებული და ამ პოზიციიდან, შეგვიძლია, მარტივად ვთქვათ, რომ, თუ არ გვეხმარებით ქვეყნისთვის ძალზედ მწვავე დროს, რეალური, გლობალური კრიზისების დროს, მაშინ ხელს მაინც ნუ შეგვიშლით

ხელს მაინც ნუ შეგვიშლით მარტივი საკითხებით. არავინ არ არის კრიტიკის წინააღმდეგი, არავის არავის კრიტიკის არ ეშინია...

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გახარიამ ერთპარტიულ პარლამენტში.

კომენტარები