მე-10 მოწვევის პარლამენტი

გახარია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პარლამენტის ცარიელი ნაწილი შეივსოს

სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზის ნაწილი ცარიელია მარტივი მიზეზის გამო - იმიტომ, რომ ჩვენი პარლამენტის ოპოზიციური წარმომადგენლები დღეს არ ესწრებიან სხდომას.

საგულისხმო შემთხვევა იყო - როდესაც შემოვდიოდით, ჟურნალისტებს ასეთი კითხვა ჰქონდათ, კომფორტულად გრძნობთ თუ არა თავს, როდესაც პარლამენტი არის ერთპარტიული და სხდომათა დარბაზში არ არის ოპოზიცია, ან როდესაც მთავრობას ამტკიცებს ერთპარტიული პარლამენტი. მაინც მომიწევს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა - რა თქმა უნდა, ეს კომფორტული არ არის. შემიძლია, ავხსნა რატომ - არ არის იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ ეს ჩვენთვის არ არის კომფორტული, გვესმის, რომ ნებისმიერი სწორი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ჯანსაღ დისკუსიაში და დავაში. ჩვენ ამის ძალიან კარგი გამოცდილება გვქონდა გასული წლების განმავლობაში. 

არასოდეს არ შეგვშინებია შინაარსბრივი დისკუსიის და საუბრის, მაგრამ, ჩვენ რომ დავანებოთ თავი ჩვენს კომფორტს, ეს არ არის კომფორტული ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც არჩევნების დროს ხმა მისცეს 9 პარტიას და განსაზღვრეს, რომ ამ პარლამენტში უნდა ყოფილიყო 60 ოპოზიციური მანდატი.   

სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს. ვიღაცას შეეშინდა პასუხისმგებლობის აღების, ვიღაც ვერ გაერკვა, ვიღაცამ, ალბათ, საკუთარი ეგო ვერ დაძლია. ის შედეგი გვაქვს, რა შედეგიც გვაქვს და უნდა გვესმოდეს, რომ ეს აორმაგებს პასუხისმგებლობას. არ იქნება მარტივი მუშაობა დისკუსიის და ოპონირების გარეშე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური კონტექსტური პრობლემა იყოს გადალახული და პარლამენტის ეს ნაწილიც შეივსოს. 

მიდგომა, ან ყველაფერი, ან არაფერი - ეს არ არის დემოკრატიული მიდგომა, საერთო ამას ევროპულობასთან არ აქვს. ჩვენ მარტო ვიქნებით თუ არ ვიქნებით მარტო, უნდა გავაგრძელოთ სვლა ევროპული მომავლისკენ...

ამბობს პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი გახარია ერთპარტიულ პარლამენტში საუბრისას.

კომენტარები