არჩევნები 2020

დეგნანი: ქართველი ამომრჩევლები დაიღალნენ ერთი და იმავე სახის დარღვევების ნახვით

აშკარაა, რომ ქართველი ამომრჩევლები დაიღალნენ ერთი და იგივე სახის დარღვევების ნახვით. მოდით, გულახდილი ვიყოთ, თითქმის იგივენაირი დარღვევებია ბოლო 30 წელია: ხმების ყიდვა, ამომრჩევლის დაშინება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, კარუსელები. ამაზე მიუთითებენ ოდირისა და ეუთოს დამკვირვებლები წლების განმავლობაში თავიანთ დასკვნებში. ქართველებს სურთ, რომ მათი ხმები დაითვალონ, სურთ, რომ შეიცვალოს სისტემა. ეს გვინდა ჩვენც, სწორედ ამიტომ უჭერს მხარს შეერთებული შტატების საელჩო წლებია საარჩევნო რეფორმის ძალისხმევას, მათ შორის შარშან ზაფხულშიც აქტიურად ვმუშაობდით პარლამენტთან საარჩევნო რეფორმის პაკეტის გაძლიერებაზე, რომელიც ახლახანს მიიღეს, თუმცა ხმამაღლა გამოვთქვით ისიც, რომ ამ პაკეტში არ იყო შესული ის რეკომენდაციები, რომელიც ოდირმა და სხვა ექსპერტებმა შესთავაზეს.

საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა ამის შესახებ გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში ისაუბრა. გამოყენებულია ტელეკომპანია ფორმულას თარგმანი

კომენტარები