არჩევნები 2020

დეგნანი: არჩევნებს ზიანი მიაყენა უამრავმა სერიოზულმა დარღვევამ, იმედგაცრუებულები დავრჩით

ყველა დიდ იმედს ამყარებდა ამ არჩევნებზე. 8 მარტის შეთანხმებამ გააჩინა იმედი, რომ ეს არჩევნები იქნებოდა შანსი საქართველოს დემოკრატიული პროგრესის დემონსტრირებისთვის. მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო პერიოდში იყო ნაკლები აგრესია, ნაკლები სიძულვილის ენა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაღალი აქტივობაც ასევე კარგი ნიშანი იყო, თუ რამდენად არიან ქართველები დაინტერესებულები დემოკრატიულები დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ უფრო მეტი ქალი აირჩიეს პარლამენტში და, რა თქმა უნდა, ის ფაქტიც, რომ 9 ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული პარტიაც იქნა არჩეული და ნაბიჯი უფრო პროპორციული სისტემისკენ, რისი სურვილიც ქართველებმა გამოთქვეს. 

მაგრამ სხვების მსგავსად, ჩვენც იმედგაცრუებულები დავრჩით, რადგან ამ არჩევნებს ზიანი მიაყენა უამრავმა სერიოზულმა დარღვევამ და გასაჩივრების პროცესიც, რომელიც მოჰყვა არჩევნებს, ასევე იყო ხარვეზებით სავსე. ბევრი საჩივარი არ იყო სრულად გამოძიებული ან არ განიხილეს. შედეგი გახლდათ ის, რომ ხალხმა დაკარგა ნდობა არამხოლოდ პროცესის, არამედ არჩევნების შედეგების მიმართაც, რაც საბოლოო ჯამში ძალიან სამწუხაროა...

საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა ამის შესახებ გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში ისაუბრა. გამოყენებულია ტელეკომპანია ფორმულას თარგმანი

კომენტარები