არჩევნები 2020

ინაშვილი: ენუქიძე პარტიის შემომწირველია, შესაბამისად, თავისუფალია თავის ქმედებებში

ტაბულა

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი, პარტიის მე-4 ნომრის, ავთანდილ ენუქიძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ენუქიძე თავის ქმედებებში თავისუფალია, პარტიას კი არანაირი ბერკეტი არ აქვს მის გადაწყვეტილებაში ჩაერიოს.

"ბატონი ავთო წლების განმავლობაში არის ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, ის არის შემომწირველი ჩვენი პარტიის, აფინანსებდა არჩევნებს, შესაბამისად, ის თავისუფალია თავის ქმედებებში, მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, ჩავერიოთ ბატონი ავთანდილის გადაწყვეტილებაში". – ამბობს ინაშვილი.

პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ავთანდილ ენუქიძემ დღეს თქვა, რომ არ იცის როდის შევა პარლამენტში, თუმცა მანდატზე უარი არ უთქვამს და არც აპირებს.

ცნობისთვის, ცესკოს შედეგებით, პატრიოტთა ალიანსს  3.14% და 4 მანდატი ჰქონდა. პრორუსული პარტიის 3-მა წევრმა პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით 21 დეკემბერს მიმართა

ამ დროისთვის ოპოზიციის 60 დეპუტატიდან 55-მა უკვე ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი. განცხადება არ დაუწერიათ, თუმცა არც პარლამენტში შესულან გირჩი და ალეკო ელისაშვილის მოქალაქეები.

კომენტარები