არჩევნები 2020

"პარლამენტში როდის შევალ არ ვიცი, მანდატს არ ჩავაბარებ" – "პატრიოტების" მე-4 ნომერი

კადრი ვიდეოდან/ობიექტივი

პატრიოტთა ალიანსის სიის მე-4 ნომერი, ავთანდილ ენუქიძე ამბობს, რომ პარტიის "ბრძოლის ფორმას" არ ეთანხმება. კითხვაზე, შევა თუ არა პარლამენტში, პასუხობს, რომ როდის შევა არ იცის, თუმცა მანდატზე უარი არ უთქვამს და თქმას არ აპირებს. 

"მე ვარ და ვრჩები პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერად და მეგობრად, მაგრამ მიმაჩნია ბრძოლის ეს ფორმა. როდის შევალ პარლამენტში არ ვიცი, მაგრამ მანდატი არ ჩამიბარებია. და არც ჩავაბარებ. 

მათ აქვთ ისეთი შეხედულება, მე ასეთი. ჩვენთან პარტიაში თავისუფალი ადამიანები ვართ, არავინ არავის არ ზღუდავს და ვერც შემზღუდავს, არც უცდია არავის ჩემი შეზღუდვა, პირიქით, ყველას  თავისი აზრი აქვს". – ამბობს ენუქიძე რუსთავი 2-თან სატელეფონო ინტერვიუში.  

ცნობისთვის, ცესკოს შედეგებით, პატრიოტთა ალიანსს  3.14% და 4 მანდატი ჰქონდა. პრორუსული პარტიის 3-მა წევრმა პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით 21 დეკემბერს მიმართა

ამ დროისთვის ოპოზიციის 60 დეპუტატიდან 55-მა უკვე ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი. განცხადება არ დაუწერიათ, თუმცა არც პარლამენტში შესულან გირჩი და ალეკო ელისაშვილის მოქალაქეები.

კომენტარები