კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ექიმების ღირსეული ანაზღაურება მინიმუმ 3000 ლარის ფარგლებში უნდა იყოს

გულწრფელად და არა როგორც დანაპირები, ვინაიდან ჩემთვის ეს ტერმინი პასუხისმგებლობას და ვალდებულებას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ნაბიჯი და სიტყვა, რომელსაც მე გავცემ და გავაჟღერებ შესრულებული უნდა იყოს, უნდა იყოს მინიმუმ 3 000 ლარის ფარგლებში.

მე ვარ დარწმუნებული ერთ რამეში, რომ მე აუცილებლად ვიმუშავებ ძალიან მტკიცედ, როგორც დღეს ბატონმა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა - ჯიუტად და პრინციპულად იმისათვის, რომ ჩვენს ექიმებს ჰქონდეთ ეს ღირსეული ანაზღაურება.

ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვას, რამდენი უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის ღირსეული ხელფასი. 

კომენტარები