ქართული ოცნება

წულუკიანი: თუ შემომთავაზებენ კულტურის მინისტრობას, სერიოზულად დავფიქრდები

იუსტიციის ყოფილი მინისტრისა და ქართული ოცნების დეპუტატის, თეა წულუკიანის თქმით, თუ მოხდება კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა და მას მინისტრობას შესთავაზებენ, ის ამაზე სერიოზულად იფიქრებს.

"ჯერ მოხდეს სტრუქტურული ცვლილებები და შემდეგ ვიმსჯელოთ. თუ შემომთავაზებენ, სერიოზულად დავფიქრდები, როგორც ყველა სერიოზულ შემოთავაზებაზე". – თქვა მან.

თეა წულუკიანის თქმით, მას შემდეგ, რაც ერთი სამინისტროს ქვეშ განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროები გაერთიანდნენ, კულტურის სფეროს ინტერესები "ჩაიკარგასავით".

"მე დარწმუნებული ვარ, თქვენც ხედავთ, რომ კულტურის სფერო, რაც ორი სამინისტრო და უფრო მეტიც გაერთიანდა, თითქოს ის ინტერესები, რაც არის დასაცავი, ჩაიკარგასავით. ამიტომ, ყოფილა მსჯელობა, როგორ გამოვასწოროთ ეს. მიიღებს ეს გამოსწორება ცალკე სამინისტროს ჩამოყალიბების ფორმას თუ არა, ეს ჯერჯერობით უცნობია. მე ვფიქრობ, რომ უნდა დაველოდოთ მთავრობის დამტკიცებას, რადგან მე, როგორც მთავრობის ყოფილი წევრი, ვფიქრობ, ეს უნდა იყოს სამთავრობო ხედვა და არა დეპუტატის". – თქვა მან.

რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია ფორმულამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის შემდეგ მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის დანიშვნა განიხილება.

კომენტარები