ახალი კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: იდეალური იქნებოდა, რომ შეზღუდვები არ მოხსნილიყო

იდეალური იქნებოდა, რომ შეზღუდვები არ მოხსნილიყო, რადგან ამ გზით წავიდა ინგლისი, რომელსაც ახლა უჭირს, ამ გზით წავიდა გერმანია, ბელგია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, რომლებმაც კი არ მოხსნეს, გაამკაცრეს საშობაოდ და საახალწლოდ. ღონისძიებები იმ დონეზე გაამკაცრეს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ერთი სტუმარი შეიძლება ჰყავდეთ შობაზე, გერმანიაში კი ხუთი სტუმარი. საზოგადოების დაკვეთააა ასეთი. ისინი მდიდარი ქვეყნები არიან ძალიან და ის ეკონომიკის რეცესია, რაც ამას, ლოკდაუნებს, თან სდევს, მათთვის უფრო იოლად გადასატანი იქნება, ხოლო ეკონომიკურად სუსტი ქვეყნებისთვის ძალიან ძნელი გადასატანია...

ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ახალი წლის პერიოდში, 24 დეკემბრიდან, ქვეყანაში არსებული შეზღუდვების შესაძლო შემსუბუქებასა და მოხსნაზე.

კომენტარები