არჩევნები 2020

მდინარაძე მთავრობაზე: პროფესიონალები არიან, ჩანაცვლების საჭიროება გახარიამ ვერ დაინახა

გვყავს პროფესიონალი კადრები. თქვენ იცით, რომ მათ ძალიან მძიმე პერიოდში, რომელიც პანდემიის ფონის გამოა ქვეყანაში, შეძლეს, რომ კრიზისული მენეჯმენტი ეფექტიანად განეხორციელებინათ. ისინი არიან პროფესიონალები და ამიტომ მათ ჩვენი გუნდის მხარდაჭერა ექნებათ. ზოგადად, როცა ყველა ქვეყანას და ჩვენს ქვეყანას პანდემიის გამო მძიმე პერიოდი უდგას, ამ დროს რაიმე ძირეულ ცვლილებებზე ისედაც არ ფიქრობენ, მაგრამ ამ შემთხვევაში, პროფესიონალ კადრებთან გვაქვს საქმე, რომელიც ამ მენეჯმენტს კარგად უძღვებიან. პოზიტიური დინამიკა გასაძლიერებელია, რომ კრიზისიდან გამოსვლისთვის ცუდი შედეგები აღმოვფხვრათ. მინისტრების სახით პროფესიონალი კადრები გვყავს და ამ ეტაპზე მათი ჩანაცვლების საჭიროება გიორგი გახარიამ ვერ დაინახა და, მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა.

ამბობს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე. საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ მე-10 მოწვევის პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა. გახარიას მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ იუსტიციის მინისტრი იცვლება.

კომენტარები