არჩევნები 2020

მელია: ახალი არჩევნები იქნება – ნებით ჩანიშნავენ თუ ძალდატანებით, მნიშვნელობა აღარ აქვს

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ახალი არჩევნები ქვეყანაში აუცილებლად ჩაინიშნება. აუცილებლად ჩაინიშნება, ნებით თუ ძალდატანებით ჩანიშნავს ბიძინა ივანიშვილი, ეს უკვე მნიშვნელობის მატარებელი აღარ არის. ფაქტია, რომ ახალი არჩევნები იქნება, იმიტომ, რომ ბუნებაში არ არსებობს გამოსავალი, რომელიც დაძლევს ამ კრიზისს, გარდა ახალი არჩევნებისა.  

ჩვენ იმ ფუფუნებას ვერ მივანიჭებთ ვერავის, თქვან, რომ ჩვენ ჩავშალეთ მოლაპარაკებების პროცესი. ამიტომ, მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდება, ჩვენ იქ ვიქნებით წარმოდგენილი, პარალელურად, სამოქალაქო პროტესტის მზადება დაიწყება - ახალი არჩევნების მოთხოვნის გარშემო.

ამბობს ენმ-ძალა ერთობაშიას წევრი, ნიკა მელია ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე.

კომენტარები