კახა კალაძე

კალაძე: ფროიდს აქვს ნათქვამი, რომ იცოდეთ, რა ძალა აქვს ფიქრებს, ცუდად არასდროს იფიქრებდითო

მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამ რთულ ვითარებაში თქვენი, ადამიანების განწყობა მაქსიმალურად შევამსუბუქოთ და მაქსიმალურად მხარი დაგიჭიროთ. 

ზოგადად, ფროიდს აქვს ნათქვამი, რომ იცოდეთ, რამხელა ძალა აქვს თქვენს ფიქრებს, ცუდად არასდროს იფიქრებდითო. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ. მართლაც, ძალიან დიდი ძალა აქვს თქვენს ფიქრებს. ძალიან კარგად მესმის სირთულეები, გაჭირვება, მაგრამ ერთიანი ძალისხმევით, სოლიდარობით, ყველაფერს გადავლახავთ და მოვაგვარებთ...

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები