ეკონომიკა

ნოემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა $170 მილიონამდე გაიზარდა

Reuters

ეროვნულმა ბანკმა ნოემბერში ფულადი გზავნილების სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნოემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 12.5%-ით გაიზარდა და 169.9 მილიონ დოლარი შეადგინა. 

პირდაპირი ფულადი გზავნილები ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი უმსხვილესი წყაროა, გასულ წელს ამ გზით ქვეყანამ 1.7 მილიარდი დოლარი მიიღო. წელს, იანვარ-ნოემბრის პერიოდში იგივე მაჩვენებელი 1.6 მილიარდს აღემატება. 

ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც ნოემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • რუსეთი – $31 მილიონი, კლება -16%;
  • იტალია – $25.3 მილიონი, მატება 27%;
  • აშშ – $19.6 მილიონი, მატება 35%;
  • საბერძნეთი – $18.3 მილიონი, მატება 15%;
  • ისრაელი – $13.7 მილიონი, კლება -0.2%;
  • უკრაინა – $9.5 მილიონი, მატება 125%;
  • თურქეთი – $9 მილიონი, მატება 15%;
  • გერმანია – $7.5 მილიონი, მატება 65%;
  • აზერბაიჯანი – $5.4 მილიონი, მატება 208%;
  • ესპანეთი – $4.1 მილიონი, მატება 9.1%

კომენტარები