არჩევნები 2020

კობახიძე: ბოკერიამ საკუთარი პარტია დაანგრია და ცდილობს, სხვები საფლავში ჩაიყოლოს

ოდიოზური ფიგურები, როგორიც არიან, პირველ რიგში, სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია, ბუნებრივია, შეიძლება მერაბიშვილზეც და სხვებზეც ლაკაპარკი, შლიან დღეს ნაცმოძრაობას და ევროპულ საქართველოს. 

ბოკერიამ დაანგრია საკუთარი პარტია და ცდილობს, საფლავში ჩაიყოლოს ასევე სხვა პოლიტიკური პარტიები. ანალოგიურად, ნაცმოძრაობის ოდიოზურმა ლიდერებმა, სააკაშვილმა და გვარამიამ დაშალეს ნაციონალური მოძრაობა. ძალიან კარგი პროცესია, არის ჯანსაღი პროცესი და ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ მივიღებთ ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე.

კომენტარები