ვეფხისტყაოსანი

ვეფხისტყაოსანი ინდოეთში ჰინდი ენაზე გამოიცა

ვეფხისტყაოსანი ინდოეთში ჰინდი ენაზე გამოიცა. ინდოეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ვეფხისტყაოსნის თარგმნისა და ჰინდი ენაზე გამოცემის იდეა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს არჩილ ძულიაშვილს ეკუთვნის.

"ინდოეთში ჩასვლის პირველივე დღიდან, მოტივირებული ვიყავი, ინდოელი მკითხველისთვის, ქართული ლიტერატურის ბრწყინვალება გამეცნო და დღეს, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პირველად, ჰინდი ენაზე, გამოქვეყნდა ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული შედევრი, ვეფხისტყაოსანი, რომელიც უდიდესი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის მიერ არის დაწერილი. ეს არის პოემა თავისი უნივერსალური ღირებულებებით, რომელიც აღწერს ბრძოლას ნათელსა და ბნელს შორის". – განაცხადა არჩილ ძულიაშვილმა ჯაიპურის წიგნის ფესტივალის ფარგლებში გამართულ ონლაინპრეზენტაციაზე.

კომენტარები