ვეფხისტყაოსანი

ვეფხისტყაოსანი ერთი დღით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამოიფინება

გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ვეფხისტყაოსნის ყდა

საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივით, ვეფხისტყაოსანი, რომლის ყდაც საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ გუჯი ამაშუკელმა მოჭედა, ვიდრე ნიუ-იორკში,  გაეროს არტ-კოლექციაში გამოიფინება, 9 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამოიფინება, როგორც ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში.

ვეფხისტყაოსნის სამუზეუმო ეგზემპლარი 2017-18 წლებში,  თბილისსა და პარიზში, მხატვრებისა და კალიგრაფების ჯგუფის მიერ არის შექმნილი.

ვეფხისტყაოსნის ყდა, რომელიც გუჯი ამაშუკელმა შექმნა, დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა: სერპანტინი, პირინეის ქვა, ნაცრისფერი და წითელი იასპი, ამეთვისტო, მთის ბროლი, დართვილული ვარდისფერი კვარცი, აქატი, სოდალიტი, ქალცედონი, ლაზურიტი, შევარდენის თვალი, ამაზონიტი, ავანტურინი, ტანზანიტის იასპი. ნამუშევარში ასევე გამოყენებულია მეტეორიტის ქვები.

 

კომენტარები