არჩევნები 2020

ელისაშვილი: სექტანტიზმი ჩამოყალიბდა, ბოკერიას ნათქვამს თუ არ იწამებ, მოსყიდული ხარ

ეს, რაღაც სექტანტიზმი ჩამოყალიბდა იქ [ოპოზიციაში], რომ თუ არ იწამებ იმას, რასაც გიგა ბოკერია გეუბნება, ე.ი. შენ ხარ ბიძინა ივანიშვილის მოსყიდული. არა, ჩვენ უბრალოდ განსხვავებული აზრი ვთქვით. რაღაც განსაკუთრებული კი არა, უბრალოდ, ვთქვით, რომ ჩვენთვის საარჩევნო რეფორმა ყველაზე მნიშვნელოვანია. ამას მოვაწერთ ხელს და მერე წავალთ პარლამენტში, თუ შევთანხმდებით და ხელს მოვაწერთ. ა, ბიძინამ გიყიდა პირველ სხდომაზე რომ მიდიხარ? ხომ ჩაიარა პირველმა სხდომამ, ვიყავით იქ? არ ვიყავით, არც მეორეზე ვიქნებით და არც 22-ზე, თუ შეთანხმება არ იქნება...

ამბობს პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები