არჩევნები 2020

ჯაფარიძე: სიტყვა რევოლუციას შესაშინებლად იყენებენ, თითქოს გამოვალთ და ერთმანეთს დავხოცავთ

სიტყვა რევოლუციას იყენებენ ადამიანების შესაშინებლად და მხარდამჭერების მობილიზებისთვის, რომ თითქოს რევოლუცია ისეთი რამეა, გამოვალთ ქუჩაში და ერთმანეთის ხოცვას დავიწყებთ. არჩევნები მოიპარეს, წესით ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, მოსახლეობამ ორჯერ მისცა მათ ვადა, რომ თუ რამის გაკეთება შეეძლოთ ამ ქვეყანაში, გაეკეთებინათ, რასაც შეეხნენ ყველაფერი გააფუჭეს და კი, ასეთ დროს დგება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი და ეს უნდა მომხდარიყო არჩევნებზე...

კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა ისაა, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, თორემ უიმედობა, რომელიც ხალხში არსებობს, რაიმეში ტრანსფორმირდება, შეიძლება კი რევოლუციაშიც, რომ  ხელისუფლება შეცვალოს ხალხმა.

თქვა გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

კომენტარები