კორონავირუსი საქართველოში

თამარ გაბუნია: სიტუაციის სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები აღინიშნება

დღევანდელი მდგომარეობით ახალი შემთხვევების რაოდენობა, გარკვეულწილად ბოლო პერიოდში, უჩვეულოდ დაბალი გახლდათ, იყო 1 337 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 498 ადამიანი. გარკვეულწილად ეს უკავშირდება შაბათ-კვირას შედარებითი დაბალი ინტენსივობას ტესტირებისას - 6 000-ზე ოდნავ მეტი ტესტი შესრულდა გუშინ და აქედან გამომდინარეა ეს შემთხვევების რაოდენობა, თუმცა დადებითობის მაჩვენებელი მაინც სტაბილური რჩება და მიუთითებს იმას, რომ გარკვეული ნიშნები სიტუაციის სტაბილიზაციის აღინიშნება. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო სტაბილიზაციის სურათი აჭარის რეგიონისთვის. როგორც მოგეხსენებათ, აჭარის რეგიონში ეპიდემიის მატება დაიწყო უფრო ადრე, მაგრამ მიმდინარე პერიოდში შემთხვევების გარკვეული კლებაც კი აღინიშნება, რა თქმა უნდა, უნდა დავაკვირდეთ ამ ტენდენციას კიდევ ერთი კვირის განმავლობაში, ვიდრე საბოლოო დასკვნა გვექნება იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით მიდის ეპიდემიის მიმდინარეობა, როგორც რეგიონების დონეზე, ასევე ქვეყანაში...

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს წევრების მიერ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

კომენტარები