არჩევნები 2020

კობახიძე ISFED-ზე: მე პირადად ჩავუღრმავდი PVT-ის, მარტივი არითმეტიკული ანალიზი გავაკეთე

მე პირადად ჩავუღრმავდი PVT-ის. მარტივი არითმეტიკული ანალიზი გავაკეთე. ეს იყო 8 ნოემბერს, ცხრილი გავაკეთე მარტივი, სადაც ფიქსირდებოდა მინუსი ყველა პარტიასთან მიმართებით. რაც მეტყველებდა თავისთავად იმაზე, რომ რაღაც უხეში ხარვეზი იყო გაპარული PVT-ში. ანუ უმარტივესი არითმეტიკული ანალიზი უჩვენებდა იმას, რომ PVT-ში იყო ხარვეზი. ამის შემდეგ ჩემი მოსაზრებები გავუზიარე შალვა პაპუაშვილს, რომელიც ასევე მუშაობდა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და ერთად შევჯერდით იმაზე, რომ აშკარა იყო აქ უხეში ხარვეზი. ეს ხდება 9 ნოემბერს. იმ დღესვე გავაკეთეთ ჩვენ საჯარო განცხადება, რის შემდეგაც დაიწყო აუდიტი ISFED-ში

17 ნოემბერს ჩვენ ვხვდებით ISFED-ის წარმომადგენლებს, სადაც გავუზიარეთ ყველაფერი და სამწუხაროდ, ელენე ნიჟარაძემ ყველაფერი უარყო ამ შეხვედრაზე. ასევე, უარყოფდა დეკემბერშიც და გუშინ აღიარა, რომ ნოემბერშიც იცოდა უხეში ხარვეზის თაობაზე, რაც არის ძალიან მძიმე და სამწუხარო მოსასმენი. ასეთი ადამიანები დისკრედიტაციას ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციების, მაშინ, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებაში... ვიდრე ISFED გაასაჯაროვებდა ამ მონაცემებს, ელჩებისა და პარტიების წინაშეც დავაყენეთ საკითხი. ვთქვით, რომ ეს იყო არა შეცდომა, არამედ მანიპულაცია...

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე კითხვაზე, თუ საიდან იცოდნენ ქართულ ოცნებაში ISFED-ის PVT-ის განახლებულ შედეგების შესახებ წინსასწარ. სამართლიანი არჩევნების (ISFED) ცნობით, შიდა აუდიტით გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს. სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

კომენტარები