არჩევნები 2020

მარგველაშვილი: ჩვენ არ გვაქვს საპარლამენტო დემოკრატია, ეს საპარლამენტო ერთმმართველობაა

მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ, რომ ვცხოვრობთ ახალ საკონტიტუციო რეალობაში 2017 წელს შედვლილ კონსტიტუციიდან გამომდინარე. კონსტიტუციის ცვლილების არსი და აზრი მდგომარეობდა იმაში, რომ ფაქტობრივად ნახევრად საპრეზიდენტი რესპუბლიკა, რომელიც მაშინ იყო, შეცვალა საპარლამენტო რესპუბლიკით.

საპარლამენტო რესპუბლიკას თავისი ცხოვრების დინამიკა აქვს, აქ ძალიან ხშირია რიგგარეშე არჩევნები [...] კრიზისიდან გამოსვლის მექანიზმები, ეს შინაგანად ჩადებულია კონსტიტუციებში. ამისთვისაა ფაქტობრივად კონსტიტუცია, მისი ერთერთი მთავარი ფუნქცია კრიზისის დაძლევაა.

კრიზისის დაძლევის თვალსაზრისით, საპარლამენტო რესპუბლიკებში სტანდარტული ფორმაა კრიზისიდან გამოსვლისთვის რიგგარეშე არჩევნები და ჩვენ ვიცით, რომ რიგგარეშე არჩევნები ტარდება ძალიან ბევრ ქვეყანაში, რომელშიც საპარლამენტო სისტემაა, დემოკრატიაა.

ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაქვს საპარლამენტო დემოკრატია, ჩვენ გვაქვს საპარლამენტო ერთმმართველობა. ეს კრიზისია, კრიზისი კი უნდა განიმუხტოს. მივესალმები მოლაპრაკებების გაგრძელებას მა სათაურით.

ამბობს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ტვ პირველის ეთერში. ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, სავარაუდოდ, ხვალ, 14 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები