არჩევნები 2020

ბოკერია ელისაშვილზე: ოპოზიციის ნაწილი აღარაა, ივანიშვილის რეჟიმის სპიკერია

ოპოზიციას აქვს გეგმა საზოგადოებრივი პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების, სხვადასხვა ინტენსივობით. ოპოზიციას, ევროპულ საქართველოს აქვს გეგმა ამომრჩევლებთან კარდაკარ სიარულის და მათი ინფორმირების [...]

ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა არაა, ბატონი ელისაშვილი აღარაა ოპოზიციის ნაწილი, ეს გააფორმა მან თვითონ, ის ივანიშვილის რეჟიმის სპიკერია.

ჩვენ ელისაშვილს არ დავუძახებთ, ირაკლი კობახიძესთან ერთად მობრძანდეს ხვალ მასთან ერთად, როგორც ერთ-ერთი ერთეული, რომელიც ახლა ხელისუფლების ბანაკშია... ჩვენთან რა კონსულტაცია უნდა ჰქონდეს.

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, ალეკო ელისაშვილზე, რომელიც ოპოზიციის მტკიცე ბოიკოტის მიუხედავად, თვლის, რომ მე-10 მოწვევის ერთპარტიულ პარლამენტში შესვლა "ხალხის სამსახურში ყოფნაა". როგორც ცნობილია, სავარაუდოდ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით მოლაპრაკებების მეხუთე რაუნდი ხვალ, 14 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

კომენტარები