არჩევნები 2020

კობახიძე ოქმებში დისბალანსზე: სოფლებში შეიძლება დიპლომიც არ ჰქონდეთ, ცდომილების რისკი მეტია

როცა საუბარია საარჩევნო კომისიებზე, საუბნო კომისიებზე, აქ არის უამრავი კომისია, 50 000 ადამიანია ჩართული. არის ქალაქებში, არის სოფლებში, არის მცირე სოფლებში, სადაც, შეიძლება, ადამიანს, ელემენტარულად, დიპლომიც არ ჰქონდეს აღებული, ანუ, არიან სხვადასხვა გამოცდილების და კვალიფიკაციის კომისიის წევრები ჩართული საარჩევნო კომისიების მუშაობაში და იქ, ბუნებრივია, ცდომილების რისკი არის ბევრად უფრო მაღალი. 

იქ იყო ცინიზმი, ხუმრობები, სერიოზული შეურაცხყოფები იმის გამო, რომ სადღაც, რომელიღაც საარჩევნო უბანზე იყო არასწორად შედგენილი ოქმები და ამაზე ააგეს კამპანია გაყალბებასთან დაკავშირებით. ISFED-ს ერთადერთი ოქმი ებარა, ამხელა ორგანიზაციას, რომელსაც ჰყავდა დამკვირვებლები 850 უბანზე და ეს ერთადერთი ოქმი ვერ დააბალანსეს.

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე იმედის ეთერში ოქმებში დისბალანსზე საუბრისას. ISFED-ის ინფორმაციით, დისბალანსი შემაჯამებელი ოქმების 8%-ში გამოიკვეთა და ხმების გადათვლა აუცილებელი იყო.

კომენტარები