არჩევნები 2020

თალაკვაძე: მოლაპარაკებების რეალობა შეიცვალა – ოპოზიციის მთავარი ბრალდება გაცამტვერდა

ქართული ოცნება

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების (ISFED) გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც პარალელური დათვლის მეთოდოლოგიაში (PVT) საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში გამოვლენილ ხარვეზებს შეეხება. თალაკვაძის თქმით, ამ განცხადებით ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებების რეალობა შეიცვალა, ვინაიდან ოპოზიციის მთავარი ბრალდება არჩევნების გაყალბების შესახებ გაცამტვერდა.

"დღეს მოლაპარაკებების რეალობა მკვეთრად შეიცვალა, ვინაიდან, არ არსებობს ოპოზიციის უკვე მთავარი ბრალდება, ის გაქრა, გაცამტვერდა და აგერ პირდაპირ მთელი საზოგადოების თვალწინ აღმოჩნდა, რომ ეს იყო სიცრუე, შესაბამისად, ის პოზიციები, რასაც აცხადებდნენ და ახმოვანებდნენ ამ რადიკალური თუ პრაგმატული ოპოზიციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებზე, ეფუძნებოდა სწორედ ამას, რომ თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული

[...] მთელმა ოპოზიციამაც უნდა მოიხადოს ბოდიში". – თქვა არჩილ თალაკვაძემ. 

სამართლიანი არჩევნები (ISFED) შიდა აუდიტის შედეგების შემდეგ გამოვლენილ ხარვეზებზე განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს.

განცხადებას ეხმაურება, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერიაც. ბოკერიას თქმით, მმართველმა პარტიამ ეს ხარვეზი, დიდი ალბათობით, უკანონო მიყურადებით იცოდა და მოლაპარაკებებისას გადათვლის შემოთავაზება "მახის დაგება" იყო. მისივე თქმით, PVT ვერანაირად ვერც აკონტროლებს, ვერც ზომავს ჩაყრას და კარუსელს.

სამართლიანი არჩევნები საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას წარმოადგენს, რომლის ცდომილების ხარისხი 0.7%-ია:

  • ქართული ოცნება – 47.6%

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია – 27.4%

  • ევროპული საქართველო – 3.8%

  • პატრიოტთა ალიანსი – 3.2%

  • ლელო – 3.2%

  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.1%

  • გირჩი – 3.0%

  • მოქალაქეები – 1.3%

  • ლეიბორისტული პარტია – 1.0%

  • ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – 0.9%

სამართლიანი არჩევნების 1-ელ ნოემბერს გამოქვეყნებული შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი ამ შემთხვევაშიც 0.7%-ია.

  • პატრიოტთა ალიანსი – 3.1%
  • ლელო – 3.1%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.0%
  • გირჩი – 2.8%
  • მოქალაქეები – 1.3%
  • ლეიბორისტული პარტია – 1.0%
  • ნინო ბურჯანაძე ერთიანი საქართველო – 0.9%

კომენტარები