არჩევნები 2020

ცესკოს განკარგულებით, დაფინანსებას ყველა პარტია მიიღებს, გარდა გირჩისა და მოქალაქეებისა

ცესკო

​ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განკარგულებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საბიუჯეტო დაფინანსებას 14 ზღვარგადალახული პოლიტიკური პარტიიდან 12 მიიღებს. საბიუჯეტო დაფინანსებას არ მიიღებენ პარტია გირჩი და მოქალაქეები, ვინაიდან პარტიებს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის შესაბამისი განაცხადით არ მიუმართავთ.

პოლიტიკური პარტიების ყოველწლიური დაფინანსება:

  1. ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო – 5,140,020.00 ლარი
  2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 2,199,635.00 ლარი
  3. მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის – 240,000.00 ლარი
  4. პროგრესი და თავისუფლება – 12,000.00 ლარი
  5. საქართველოს რესპუბლიკური პარტია – 204,000.00 ლარი
  6. ევროპელი დემოკრატები – 460,000.00 ლარი
  7. გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი – 939,925.35 ლარი
  8. კანონი და სამართალი – 104,436.15 ლარი
  9. ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის – 1,124,409.00 ლარი
  10. ლელო საქართველოსთვის – 803,560.00 ლარი
  11. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 1,043,120.00 ლარი
  12. საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 289,710.00 ლარი

არჩევნებზე ზღვარგადალახული პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისთვის ყოველწლიურად 12,560,815.50 ლარი დაიხარჯება. 

11 დეკემბერს საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. ქართული ოცნების გარდა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არცერთი პარტია არ დაესწრო. ოპოზიცია და ქართული ოცნება საერთაშორისო ფასილიტატორების ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობენ. ოპოზიციის ნაწილი მოთხოვნების შესრულებამდე საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ ცესკოდან საარჩევნო სიები უკვე გამოითხოვა. სიები გამოითხოვეს: ენმ – ძალაერთობაშიამ, ევროპულმა საქართველომ, სტრატეგია აღმაშენებელმა, ლელომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.

კომენტარები