არჩევნები 2020

პარლამენტში უმცირესობების არმოწვევის მიზეზად სივრცის ნაკლებობას ასახელებენ

ტაბულა

მეათე მოწვევის პარლამენტის ერთპარტიულ სხდომაზე მოწვევა არ მისვლიათ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს. 

სხდომაზე საპატრიარქოს ხუთი წარმომადგენელი ზის, უმცირესობებიდან - არცერთი.

პარლამენტში უმცირესობების არმოწვევის მიზეზად კი სივრცის ნაკლებობას ასახელებენ. პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, უმცირესობებს მოწვევას ქუთაისის პარლამენტში უგზავნიდნენ, რადგან იქ მეტი სივრცეა, ახლანდელი პროტოკოლი კი ამის საშუალებას არ იძლევა.

ქართველი კათოლიკეების ეპისკოპოსმა, მეუფე ჯუზეპე პაზოტომ ტაბულას უთხრა, რომ ეკლესიაში მოსაწვევი არ მისვლიათ. იმავეს ეუბნება ტაბულას საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს ლიდერი, დიმიტრი ფირბარი. მოწვევა არ მისვლია არც ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას.

კომენტარები