მეათე მოწვევის პარლამენტის ერთპარტიულ სხდომაზე მიწვევა არ მისვლიათ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს.
ქართველი კათოლიკეების ეპისკოპოსმა, მეუფე ჯუზეპე პაზოტომ ტაბულას უთხრა, რომ ეკლესიაში მოსაწვევი არ მისვლიათ.
იმავეს ეუბნება ტაბულას საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს ლიდერი, დიმიტრი ფირბარი.
სხდომაზე საპატრიარქოს ხუთი წარმომადგენელი ზის, უმცირესობებიდან - არცერთი.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, უმცირესობებს მოწვევას ქუთაისის პარლამენტში უგზავნიდნენ, რადგან იქ მეტი სივრცეა, ახლანდელი პროტოკოლი კი ამის საშუალებას არ იძლევა.





