არჩევნები 2020

აშშ-ს ელჩი: 6-კვირიანი მოლაპარაკებები აჩვენებს, რომ პარტიებს ერთად მუშაობა შეუძლიათ

პარტიების ლიდერებმა მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს ბოლო 6 კვირის განმავლობაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და იმ ზოგიერთი ტაქტიკის თავიდან მოშორება, რაც წარსულში საქართველოს არჩევნებში პრობლემური იყო.

ჩემი აზრით, ეს აჩვენებს, რომ მათ შეუძლიათ ერთად მუშაობა, მიუხედავად ღრმა განსხვავებებისა, მათი ამომრჩევლების ინტერესების წარმოსადგენად და, ასევე, მათი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებისათვის. გვსურს, მომავალში ეს პროცესი ვიხილოთ პარლამენტში.

საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა კომენტარი მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე დასწრებამდე გააკეთა. საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბა.

კომენტარები