არჩევნები 2020

კობახიძე: დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში ოპოზიციის დიდი ნაწილი შემოუერთდება პარლამენტს

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ჩვენ დარწმუნებული ვართ, უახლოეს დღეებში ოპოზიციის დიდი ნაწილი შემოუერთდება საპარლამენტო მუშაობას. 

მნიშვნელოვანია, საბოლოო ჯამში, გაევლოს ზღვარი ჯანსაღ და არაჯანსაღ პარტიებს შორის, არაჯანსაღი პარტიების ადგილი საქართველოს პარლამენტში და ქართულ პოლიტიკაში არ არის, ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს უნდა მიეცეთ შანსი, მაქსიმალურად ჩაერთონ საქართველოს საპარლამენტო მუშაობასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში...

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. აღსანიშნავია, რომ პარტია მოქალაქეების და რესპუბლიკური პარტიის გარდა, ოპოზიცია მანდატებზე უარს ამბობს. ეს ორი პარტია კი, მოლაპარაკებების დასრულებას ელოდება.

კომენტარები