არჩევნები 2020

"მონებო!" – ერთპარტიული პარლამენტი საპროტესტო შეძახილების და საბჭოთა ჰიმნის ფონზე იკრიბება

"მონებო!" – ამ შეძახილებით საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. პარლამენტის შენობაში ახალი მოწვევის დეპუტატები ამ შეძახილებისა და საბჭოთა კავშირის ჰიმნის ფონზე შედიან. 

აქტივისტებს პარლამენტის შენობასთან ე.წ. "სირცხვილის კორიდორი" აქვთ მოწყობილი. 

სწორედ ამ შეძახილებისა და ე.წ. სირცხვილის კორიდორის ფონზე შედიან პარლამენტის შენობაში ახალი მოწვევის დეპუტატები.

დღეს, 11 დეკემბერს თანამედროვე საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი იკრიბება, რადგან ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ფასილიტატორების მონაწილეობით, მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა, რის შემდეგაც ზოგიერთმა ოპოზიციურმა ძალამ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გარეშეც, რაც ოპოზიციის მთავარი და საერთო მოთხოვნა იყო, შეიძლება განიხილოს პარლამენტში შესვლა. 

კომენტარები