არჩევნები 2020

ბოკერია ელისაშვილზე: კობახიძის სპიკერად იქცა – ძალიან კარგი კაცი ყოფილა მოლაპარაკებებშიო

ელისაშვილი თავადაც ამბობდა, ერთმანეთი არ მოგვწონსო, მაგრამ ახლა დიდი რამეა ჩვენს წინაშე და არ უნდა მივცეთ საშუალება ივანიშვილს, რომ ხალხს ეს ფუნდამენტური უფლება მოსტაცოსო. ვეთანხმები, მე ახლაც ზუსტად იმავე აზრზე ვარ.  

ახლა სპიკერად იქცა ბატონი კობახიძის და გვეუბნება, ძალიან კარგი კაცი ყოფილა მოლაპარაკებებშიო. ეს კომიკური ნაწილი იყო, მისი ქება რომ დაიწყო. მის ნაცვლად საუბრობს, რომ თურმე დაგვითმეს ყველაფერი. თუ დაგვითმეს, კი ბატონო, ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები. ერთადერთი ახსნა მაქვს, რომ ჩვენთან კონფლიქტით უნდა პარლამენტში შესვლის გამართლება.

ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. გუშინ, 9 დეკემბერს მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ "ორი კობახიძე აღმოვაჩინე. მოლაპარაკებებზე საქმიანი, მომზადებული და კორექტულია."

კომენტარები