არჩევნები 2020

წულუკიანი პარლამენტში კულტურის მიმართულებას უხელმძღვანელებს

საქართველოს მთავრობა

ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტო თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატების ვინაობები დაასახელა.

მე-10 მოწვევის ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძეა, ხოლო მისი პირველი მოადგილის პოსტზე წარდგენილია გიორგი ვოლსკი. ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე გახდება, ხოლო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე - მამუკა მდინარაძე.

ირაკლი კობახიძემ წარადგინა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატებიც, რომელთა შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანიც მოხვდა.

გაეცანით კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატებს სრულად:

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი - თეა წულუკიანი;
  • იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი - ანრი ოხანაშვილი;
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი - სოზარ სუბარი;
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი - ნინო წილოსანი;
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი - ბექა ოდიშარია;
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თამჯდომარეობის კანდიდატი - მიხეილ სარჯველაძე;
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი - ირაკლი ბერაია;
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი - ირაკლი ქადაგიშვილი;
  • საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი - ირაკლი კოვზანაძე;
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარეობის კანდიდატი - დავით სონღულაშვილი;
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი - მაია ბითაძე;
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი - ნიკოლოზ სამხარაძე;
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი - მაკა ბოჭორიშვილი;
  • ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი - დიმიტრი ხუნდაძე;
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი - მიხეილ ყაველაშვილი.

კომენტარები