არჩევნები 2020

ბოკერია: თუ ვინმე მისი ჭკუით პარლამენტს ლეგიტიმაციას მისცემს, ერთპარტიულობას ვერ დაარღვევს

იმედი მაქვს, რომ ყველას ექნება თანმიმდევრულობა. რა განცხადებებსაც აკეთებდა ყველა ცოტა ხნის წინ, რომ ეს არის ფუნდამენტური ღირებულებების და ქვეყნის მომავლის საკითხი, საკუთარ სიტყვას პატივს სცემენ. თუ ქვეყნის მომავალზე ფიქრობენ და ასეთ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ, უნდა აუხსნან საზოგადოებას, რის გამო შეიცვალეს პოზიცია. 

ეს იქნება ერთპარტიული პარლამენტი. თუ რომელიმე ინდივიდუალური ფიგურა ისე შეცდა, რომ საკუთარი სიტყვაც დაარღვია, თავი შეირცხვინა და, თავისი ჭკუით, ლეგიტიმაცია მისცა ამ პარლამენტს, ერთპარტიულობას ვერ დაარღვევს. თვითონ გახდება პოლიტიკურად იმ ერთი პარტიის ნაწილი.

ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია.

კომენტარები