არჩევნები 2020

ელისაშვილი: პოლიტიკაში მოვდივარ, რომ ამოვატრიალო ყველაფერი, სუფთა ჰაერი შევიტანო

პოლიტიკაში მივდივართ მეც და ჩემი გუნდიც იმისთვის, რომ ამოვატრიალოთ ყველაფერი, რაც იყო და სუფთა ჰაერი შევიტანოთ, პატიოსნება და ქვეყნის სამსახური შევიტანოთ. ასე რომ, მე ვინც მენდობით, მინდა დაგარწმუნოთ, გუშინ შეიძლება გულიც გაგებზარათ, ათასი ჭორი რომ გაავრცელეს, პარლამენტში შევიდა, ფული აიღოო – არასდროს ჩემი გადაწყვეტილების მიღების დროს და ჩემი პოლიტიკური გუნდიც, ღვთის წყალობით, ასეთი პატიოსანი, წესიერი, კვალიფიციური, საქართველოზე შეყვარებული ხალხია შეკრებილი, რომ ჩვენ გადაწყვეტილებას ამ ქვეყნის სიყვარულით მივიღებთ...

ამბობს პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

კომენტარები