არჩევნები 2020

წულუკიანი: ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის გადახედვას არც დავუშვებთ და არც განვიხილავთ

ქართული ოცნების პოზიცია პირველივე დღიდან იყო ნათელი, ეს პოზიცია არის უცვლელი და არც მომავალში არ ემუქრება ამ პოზიციას ცვლილება.

არავითარი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის გადახედვა არ იქნება ჩვენ მიერ არც დაშვებული და არც განხილული, შესაბამისად, არავითარი ვადამდელი არჩევნების საკითხი არ არის ჩვენი მხრიდან დაშვებული არც იდეის დონეზე და რეალურად, ის, რაც ჩვენმა წარმომადგენლებმაც ღიად თქვეს, საკითხი, რომელიც განხილვას ექვემდებარება და შეიძლება საერთო ხედვის გამონახვა, არის მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო რეფორმის გაგრძელება...

...ოპოზიციის მოწონებული და ჩვენ მიერ უკან დახევის თუ კომპრომისის გზით შემოღებული 8 მარტის შეთანხმების საარჩევნო მოდელით ეს არჩევნები ჩატარდა, შესაბამისად, ამ არჩევნების შედეგების გადახედვა ჩვენი მხრიდან უბრალოდ დაუშვებელია. არავითარი ეჭვი, რომ ქართული ოცნების გარდა რომელიმე სხვა პარტიამ გაიმარჯვა, ან კიდევ ქართულ ოცნებას არ მიუღია ის 48%, რაც აღმოჩნდა ურნაში, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტური სიცრუე...

ქართული ოცნების სიის მეოთხე ნომერი თეა წულუკიანი პირველი არხის ეთერში.

კომენტარები