არჩევნები 2020

უგულავა კობახიძეს: თუ პარლამენტში მარტო იქნებით, გადაიპარსე თავი, თუ არა - მე გადავიპარსავ

გიგი უგულავა / ირაკლი კობახიძე

პარტია ევროპული საქართველო ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ტელეკომპანია პირველის ეთერში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს საჯარო ნიძლავის დადება შესთავაზა:

"მეც მაქვს თმები შესაჭრელი და კობახიძეს სულ შესაჭრელი აქვს. დავდოთ, თუ გინდათ საჯარო ნიძლავი. ვნახავთ 11 დეკემბერს, თუ [პარლამენტში] იქნებიან მარტო, გადაიპარსოს თავი. თუ არა და მე გადავიპარსავ". – თქვა მან.

მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ კობახიძემ თქვა, რომ მიმდინარე დიალოგი მას იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.

მან ასევე თქვა, რომ თუ ზოგი ოპოზიციური პარტია გადაწყვეტს, არ შევიდეს პარლამენტში, აამოქმედებენ მექანიზმს და მათ მეტ დროს დაუტოვებენ გადაწყვეტილების შესაცვლელად.

მოლაპარაკებებიდან გამოსული ოპოზიციონერები კი ირწმუნებიან, რომ მათ მთავარ მოთხოვნებზე აზრთა სხვადასხვაობაა და პარლამენტში შესვლას არ გეგმავენ.

კომენტარები