არჩევნები 2020

მეგრელიშვილი: გირჩი პარლამენტში შევა, თუ იქ ნაციონალური მოძრაობა იქნება

გირჩი შევა პარლამენტში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება ნამდვილად პარლამენტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა იყოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია, გამარჯვებული ოპოზიციური პარტია - ნაციონალური მოძრაობა უნდა იყოს იქ. 

გირჩი დამოკიდებულია, გირჩის მომავალი ნაბიჯები დამოკიდებული არის იმაზე, თუ როგორ შეთანხმდება მთავარი ოპოზიციური პარტია, რა თქმა უნდა, სხვა ოპოზიციური პარტიებიც, მაგრამ, განსაკუთრებით, ნაციონალური მოძრაობა და ჩვენი გადაწყვეტილება იქნება დამოკიდებული ამ შეთანხმებაზე...

ამბობს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ვახო მეგრელიშვილი ლელოს ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე. ამ დროისთვის, ყველა ოპოზიციური პარტია 2020 წლია არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.

კომენტარები