არჩევნები 2020

სააკაშვილი: ენმ შეკრულია და ერის ინტერესებისთვის საბრძოლველადაა განწყობილი

დღეს გაიმართა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელსაც მე ჩავერთე. სხდომა წარიმართა ძალიან საინტერესოდ და მინდა, სიამაყით ვთქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა შეკრულია და განწყობილია ქართველი ერის ინტერესების საბრძოლველად ისე ძლიერად, როგორც არასდროს! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნა პოლიტსაბჭოს მიერ ერთხმად, რაც ყოველთვის არ ხდება. გადამწყვეტ მომენტში ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იკვრება ერთ მუშტად! ძალიან კარგი გამოსვლები ჰქონდათ პოლიტსაბჭოზე ნიკა მელიას, სალომე სამადაშვილს და პარტიის რამდენიმე სხვა ლიდერს. მართლაც, მთელი თანავარსკვლავედი ჩამოყალიბდა ძლიერი პოლიტიკოსების, ჩვენს ძალიან ბრძოლისუნარიან ორგანიზაციაში.

წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ენმ-ს ცენტრალურ ოფისში დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც, როგორც ნიკა მელიამ თქვა, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა, რომ პოლიტიკური კრიზისის დაძლევისთვის ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია და ნაციონალური მოძრაობის არცერთი წევრი პარლამენტში შესვლას არ განიხილავს.

კომენტარები