ოპოზიცია

კაპანაძე ივანიშვილზე: სასამართლო საქმეების ჩანიშვნით ჩვენზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ განახლებულ სასამართლო პროცესებს ეხმაურება. 

კაპანაძის თქმით, ეს არის ივანიშვილის მცდელობა, ზეწოლა მოახდინოს ოპოზიციაზე, თუმცა, მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელი რჩება და სასამართლო საქმეების განახლება ოპოზიციის გეგმებზე გავლენას ვერ მოახდენს.

"პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ პროცესების დანიშვნა და შემდეგ მათი
გადადება სწორედ იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილმა სცადა, რომ ზეწოლის ბერკეტად
გამოეყენებინა ეს საქმეები ოპოზიციაზე. ჩვენ ჩვენი მოთხოვნები ისევე ძალაში გვაქვს, ეს არის მთავარი მოთხოვნა, ახალი არჩევნები და ამაზე ველით მათგან შემოთავაზებას, ამიტომ, სასამართლო საქმეების ჩანიშვნით ის ჩვენზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. როგორც ჩანს, ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც მიიღეს ძალიან მკაფიო გზავნილი". – თქვა სერგი კაპანაძემ  

1 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამიას, გიგი უგულავას, ნიკა მელიასა და ირაკლი ოქრუაშვილის საქმეები და მათი პროცესები სასამართლოში კვლავ ჩაინიშნა.

კომენტარები