არჩევნები 2020

კალაძე: პარტიებს ვთხოვ, სააგიტაციო მასალა ჩამოხსნან – არ გვაქვს სურვილი, დავაჯარიმოთ

საპარლამენტო არჩევნები დასრულდა და საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტებმა არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. ეს არის პლაკატები და სააგიტაციო მასალები. მე მინდა, მოვუწოდო და ვთხოვო ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სააგიტაციო მასალები ჩამოხსნილი იყოს და მოვაწესრიგოთ ყველაფერი ქალაქში. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დავტოვოთ ეს მასალები გაკრული კედლებზე, ღობეებზე, იმიტომ, რომ ვიზუალურად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს იმის, რომ ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და იმოქმედებს ისე, რომ ეს პლაკატები ჩამოვხსნათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია იქნება 1 000 ლარის ოდენობით. მინდა, მუნიციპალურ ინსპექციას დავავალო, რომ ყურადღებით იყოს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ არავის არ აქვს სურვილი, დავაჯარიმოთ ვიღაცები...

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები