არჩევნები 2020

გამყრელიძე ბათუმში აქციებზე: უპასუხისმგებლობაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ბათუმში ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციებს უპასუხისმგებლობად აფასებს. გამყრელიძის შეფასებით, დღეს პოლიტიკური პროცესიც უნდა ემორჩილებოდეს პანდემიის მართვას.

"სერიოზული პანდემიის წინაშეა მსოფლიო, სერიოზული ზრდა გვაქვს ქვეყანაში ინფიცირების. ამის შეჩერების რამდენიმე მიდგომაა, ერთერთია სწორედ ის შეზღუდვები, რაც ქვეყანამ დააწესა, მაგრამ დაწესება ერთია და მისი აღსრულება მეორე. თუ არ აღვასრულებთ – არაფერი გამოვა". – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ბათუმში ოპოზიციისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციები უკვე არაერთი დღეა უწყვეტად მიმდინარეობს. გუშინ, 29 ნოემბერს ბათუმში აქცია ჩატარდა ლოზუნგით "იმოქმედე!" აქციის მონაწილეების მოთხოვნები ხელახალი არჩევნების ჩატარება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებაა. ისინი ასევე აპროტესტებენ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებსაც.

კომენტარები