კორონავირუსი საქართველოში

პატრიარქი ჯანდაცვის კრიზისისას: ლოცვა გავაძლიეროთ

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II მრევლს მიმართავს. ჯანდაცვის კრიზისისას პატრიარქი მოსახლეობას მოუწოდებს, ლოცვა გააძლიერონ და ყოველდღიური ლოცვების გარდა, დამატებით წაიკითხონ მე-3, 26-ე, 102-ე და 145-ე ფსალმუნები.

"ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მარხვა სინანულისა და შობა სიხარულისა გაგვითენოს უფალმა, ამინ!". – ნათქვამია მიმართვაში.

ამასთან, პატრიარქმა მღვდლები აკურთხა, რომ მარხვაში მრევლს რძის პროდუქტის მიღების გამო ზიარება არ აუკრძალონ.

27 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 4 780 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 489 პაციენტი. ქვეყანაში ინფიცირების 123 470 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 102 270 გამოჯანმრთელდა, 1 161 კი გარდაიცვალა. საქართველოში COVID-19-ის 20 013 აქტიური შემთხვევაა.

რა შეზღუდვები წესდება 28 ნოემბრიდან საქართველოში – სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები