არჩევნები 2020

ელისაშვილი: პარტიებს დაფინანსება ხმებით უანგარიშდებათ, თუ იღებ თანხას – აღიარებ შედეგებს

კიდევ ერთხელ დავწერ ბოიკოტზე და საბიუჯეტო დაფინანსების აღებაზე. ჩვენ, პარტია მოქალაქეები ვართ ბოიკოტის მონაწილეები და სანამ ვართ ბოიკოტის მონაწილეები დაფინანსებას არ ავიღებთ! ბარიერგადალახულ პარტიებს დაფინანსება მიღებული ხმების მიხედვით უანგარიშდებათ, შესაბამისად, თუ იღებ თანხას – აღიარებ იმ შედეგს, რაც დაწერა ცესკომ. ბოიკოტი ჩვენ ხომ სწორედ იმიტომ გვაქვს გამოცხადებული, რომ შედეგებს არ ვაღიარებთ. ასე რომ, მგონი, ლოგიკა უმარტივესია! ჩვენი პარტიისთვის მთავარი არის პრინციპები და ფასეულობები! ფული კიდე ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება, მაგრამ ჯერ ღირსება, მერე ყველაფერი დანარჩენი!

წერს პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი თავის Facebook გვერდზე. არსებული ინფორმაციით, საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მოთხოვნით განცხადება ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგებით საპარლამენტო მანდატების მქონე 14 პოლიტიკური სუბიექტიდან ცხრამ შეიტანა. დაფინანსება არ მოუთხოვიათ გირჩს, ლეიბორისტულ პარტიას, ლელოს, მოქალაქეებსა და პატრიოტთა ალიანსს.

კომენტარები