კორონავირუსი საქართველოში

იმედის კლინიკის ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

AFP - Getty Images

იმედის კლინიკის ექიმი, ზაზა იმერლიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას იმედის კლინიკის დირექტორი, დავით კობეშავიძე ადასტურებს. კობეშავიძის თქმით, გარდაცვლილს ამავე დროს მძიმე სომატური დაავდებებიც ჰქონდა.

"მას შემდეგ რაც ეჭვი მიიტანა, კლინიკაში არ გამოჩენილა, გადავიდა თვითიზოლაციაში. ძალიან მაღალი დონის ექიმი გახლდათ. შემდგომ აღენიშნებოდა მაღალი ცხელება, რის გამოც მიმართა სტაციონარს. პარალელურად მას ჰქონდა ძალიან მძიმე სომატური დაავადებები, რამაც გამოიწვია ეს ფატალური შედეგი". – თქვა დავით კობეშავიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ახალ კორონავირუსს საქართველოში დაახლოებით, 10-მდე მედიცინის მუშაკის სიცოცხლე შეეწირა. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოში კორონავირუსი სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულ 4 500-დან 5 000-მდე ადამიანს დაუდასტურდა.

27 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 4 780 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 489 პაციენტი.

ქვეყანაში ინფიცირების 123 470 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 102 270 გამოჯანმრთელდა, 1 161 კი გარდაიცვალა. საქართველოში COVID-19-ის 20 013 აქტიური შემთხვევაა.

რა შეზღუდვები წესდება საქართველოში – სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები