კორონავირუსი საქართველოში

28 ნოემბრიდან ღია და დახურული ბაზრობები არ იმუშავებს, შეზღუდვა არ ეხება აგრარულ ბაზრებს

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ღია და დახურული ტიპის ბაზრობები მუშაობას შეწყვეტენ. მთავრობის ცნობით, შეზღუდვა არ ეხება აგრარულ ბაზრებს.  

შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით მოიხსნება

ასევე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დიდ ქალაქებში იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. 28 ნოემბრიდან კომენდანტის საათი საღამოს 10 საათის ნაცვლად 9 საათიდან დაიწყება. გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე.

კომენტარები