არჩევნები 2020

კანდელაკი: ევროპული საქართველო არ იღებს და არ მიიღებს საპარლამენტო დაფინანსებას

ევროპული საქართველო არ იღებს და არ მიიღებს საპარლამენტო დაფინანსებას. გადასახადების გადამხდელთა ეს თანხა ჩვენ გვჭირდება ოფისების რაღაც რაოდენობის შესანარჩუნებლად და ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად საზოგადოებასთან ერთად.

შედეგების აღიარება იქნებოდა პარლამენტში შესვლა და საპარლამენტო პრივილეგიებისა და დაფინანსების მიღება, რასაც ევროპული საქართველო სხვა ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, რა თქმა უნდა, არ აკეთებს და არც გააკეთებს.

ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების საკითხზე. ის ასევე პასუხობს ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა საბიუჯეტო დაფინანსების მიღება არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობა.

კომენტარები