COVID 19

კობახიძე: ილია II ემალება კოვიდს, რეზიდენციაში წირავს, მრევლს კი საერთო კოვზით აზიარებენ

თენგიზ ცერცვაძის დაინფიცირებით გვამუნათებს ეკლესია. აგერ თქვენი მთავარი ეპიდემიოლოგი დაინფიცირდაო - გაჰყვირის მეუფე იოანე გამრეკელი. კი მაგრამ ეგრე სერბეთის პატრიარქი გარდაიცვალა, რუმინეთის, საბერძნეთის, ალბანეთის ეკლესიების მეთაურები საავადმყოფოში წვანან, კოვიდით. ახლა ილია მეორე თვითონ კარგად ემალება კოვიდს, წირვებს თავის რეზიდენციაში ატარებს, თუმცა ეკლესიებში მრევლს მაინც საერთო კოვზით აზიარებენ. მართალია, ჩვენთანაც გარდაიცვალნენ სასულიერო პირებიო, აგრძელებს ეს მეუფე იოანე, მაგრამ ეგენი ავადმყოფები იყვნენ, ისედაც მოკვდებოდნენ, თან ეკლესიაში არ დაინფიცირებულან, ეკლესია კი არ აინფიცირებს, არამედ ადამიანი გადასდებს ადამიანსო. აბა, ეკლესია ადამიანები არ არიან უპირველეს ყოვლისა, თუ ქვებია ეკლესია? ასე თუ გააგრძელეს მართლა არაადამიანები გახდებიან სამღვდელოებაც და მაგათი მრევლიც. ასი ათას მოსახლეზე დაინფიცირებულების რიცხვით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ და ეკლესია ისევ თავის სიბნელეს და ფანატიზმს აწვება...

წერს თეოლოგი ბასილ კობახიძე facebook-ზე

კომენტარები