COVID 19

ჯანმო: მსოფლიოს 90%-ს COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტი აქვს, თუმცა შესაძლოა ახალი ვარიანტი გაჩნდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოს მოსახლეობის 90%-ს აქვს იმუნიტეტი COVID-19-ის მიმართ, თუმცა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ აქამდე დაშვებული შეცდომები საფრთხეს ტოვებს ახალი ვარიანტის გასაჩენად.

”ჯანმო-ს შეფასებით, მსოფლიოს მოსახლეობის სულ მცირე 90%-ს ახლა აქვს გარკვეული იმუნიტეტი Sars-CoV-2-ის მიმართ, წინასწარი ვაქცინაციის ან ინფიცირების გამო”.- ამბობს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.

გასულ კვირას შესრულდა ერთი წელი მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ გამოაცხადა ომიკრონი, როგორც კორონავირუსის პანდემიის ახალი ვარიანტი. მან მოიცვა მთელი მსოფლიო და ბევრად უფრო გადამდები აღმოჩნდა, ვიდრე მისი წინამორბედი დელტა შტამი.

განახლებული COVID-19-ის გამაძლიერებლების უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ახალი ვაქცინები, სავარაუდოდ, უკეთეს დაცვას უზრუნველყოფს, ვიდრე თავდაპირველი ვაქცინები.

360 000-ზე მეტი ადამიანის გამოკვლევამ ცხადყო, რომ ბუსტერები გაძლიერებულად იცავენ ახალი ვარიანტებისგან იმ ადამიანებს, რომლებიც ვაქცინის 4 დოზით უკვე აიცრნენ.

კომენტარები